Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (ECCLAP)

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ვებინარების სერია

 

ვებინარი N1

 

თამთა მარგველაშვილი - „ევროკავშირთან მიერთების პროცესის გადატვირთვა: ციფრულ პლატფორმებთან დაკავშირებული კონკურენციის სამართლის აღსრულების ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“


2024 წლის 30 ოქტომბერი, 18:00-19:30 (ონლაინ რეჟიმში)


 

 

მოწვეული ექსპერტის შესახებ:

თამთა მარგველაშვილი - იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულების დირექტორი; ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) სამართლის მაგისტრი (LL.M) საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის მიმართულებით. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კონკურენციის სამართალში. მისი სადოქტორო კვლევა ფოკუსირებულია ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონის აღსრულების მექანიზმებზე, შედარებით კონტექსტში (ევროკავშირის კანონმდებლობასთან).

 

ვებინარის შესახებ:

 

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან მიერთების პროცესი ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაზაა. ხსენებული ფაზის საფუძველია ასოცირების შეთანხმებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა რეგიონში კონკურენციის ძლიერი კანონების ფორმირება. თუმცა, ციფრული ვაჭრობის ხანაში „ტრადიციული“ კონკურენციის კანონმდებლობა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. შედეგად, გამოიკვეთა ორი საჭირბოროტო საკითხი:

  • როგორ ვითარდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „კონკურენციის ყოვლისმომცველი კანონმდებლობა“ ბოლო რვა წლის განმავლობაში და კვლავ საკმარისია თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირთან მიერთებისთვის?

  • ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ არა ევროკავშირმა ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთების მოლაპარაკებების ჭრილში?

ვებინარი ეძღვნება ამ საკითხების განხილვას. ის ეფუძნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არსებული კონკურენციის ჩარჩოს დებულებების ანალიზს (ყურადღება გამახვილდება საქართველოზე).

To attend the webinar, please klick on the link below:
https://us06web.zoom.us/j/86867807091

 

 

 

თარიღი: 18/10/2024